ზუგდიდში 60 წლის ქალი დააყაჩაღეს. დამნაშავეები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას ნეკნები აქვს მოტეხილი.
ქალი სხეულის მრავლობითი დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი – 179-ე და 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.