ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, 25 წლამდე მამაკაცი მეგობრებთან ერთად წყალში საბანაოდ შევიდა და მალევე გაუჩინარდა.
ზღვაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.