თბილისში მასშტაბური საპროტესო აქცია მიმდინარეობს

თბილისში აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან.

კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი წყალი, საკვები, ათობით პარალონი, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი დგას.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებს შლიან. 

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი