“თუ უნდათ, რომ ნავალნივით დამაპატიმრონ, მე არ მეშინია”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ არხს Дождь-ს განუცხადა.
“ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას, რომელიც სუპერწარმატებულად ითვლებოდა და რომლის რეფორმების შესახებ დღესაც მონოგრაფებსა და დისერტაციებს წერენ. ამის მაგივრად, ჩვენ უეცრად შუასაუკუნეების ფეოდალური ოლიგარქატი მივიღეთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ არხს განუცხადა, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც ადასტურებს, რომ მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.