ივანიშვილი რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ივანიშვილი რომ დაეთანხმა მოლაპარაკებას ევროპასთან, პარალელურად ის აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რუსეთის ინიციატივით. ივანიშვილმა იცის, რომ პრაქტიკულად, ეს ექვსპუნქტიანი გეგმა არის რიგგარეშე არჩევნებამდე მიმავალი გზა და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა მრავალპარტიული კოალიცია, რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად მისცემს მანდატს, რათა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. ამ სიტუაციაში ივანიშვილისთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მისი აზრით, ჩანაწერებმა გამოჟონა მისი შიდა უშიშროების, ძალოვნების სტრუქტურებიდან და რუსები ახლა ეუბნებიან, რომ პირველი – დაულაგებენ მას ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ამისთვის მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო თავის დროზე დანიშნული. გახარია არის რუსეთის საგარეო დაზვერვის წარმომადგენელი. მეორე, რასაც სთხოვენ არის ექვსთა ფორმატში შესვლა. ეს არის – აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი ირანი, თურქეთი და საქართველო ჯერჯერობით არ არის აქ და მოსკოვის მოთხოვნაა, რომ საქართველო შევიდეს ამ ფორმატში. მათი მოთხოვნაა, რომ როგორც რუსებს ესმით, მოხდეს ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება, ტელევიზიების დახურვა და ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელია არ უნდა გამოუშვან და არც სხვა პოლიტპატიმრები და არც მე შემიშვან ქვეყანაში. რუსეთის მოთხოვნაა, რომ ლაპარაკიც კი შეწყდეს ლაზიკის პროექტის აშენებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, გაიყიდოს თანამშრომლობა ნატო-სთან“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი