მთავრობა ოჯახებისთვის ახალი პროგრამის დაწყებას აანონსებს, რომლის ბიუჯეტი 350 მლნ ლარზე მეტია ლარია.
„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.
აღნიშნული ინციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში 300 მლნ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინიციატივას პარლამენტის დარბაზში ტაში მოჰყვა.