კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება და მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ.

“ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ სხვა“,-განაცხადა ღიბრაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი