კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ლიმასოლში, სამშენებლო კომპანიაში, სავარაუდოდ, ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე იყვნენ დასაქმებული.
სასამართლომ მათ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. საიმიგრაციო სამსახურმა არალეგალურად მყოფი პირები, სამშენებლო კომპანიის ობიექტზე აიყვანა.