კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი www.er.moh.gov.ge ამოქმედდა. 

მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ კოვიდ -19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ.

112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი