საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 397 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 127 234-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 986 928 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 870 პაციენტი ემსხვერპლა.