საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, პირველი ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 4.24 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6396 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 5.45 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8278 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 2 ივნისის ჩათვლით იქნება.