ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულს, დათო კუტალაძეს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.


დარბაზში მყოფი ჟურნალისტები მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.

“ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი ვარ ქუთაისიდან. აქ არაერთხელ გააჟღერეს, რომ მოძალადე ვარ და ჯგუფური თავდასხმის შედეგად ჟურნალისტებზე.

ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ პირებმა ჩვენი დროშის ფონზე და ქართული მუსიკის ფონზე ჩაიწერეს უმსგავსი საქციელები, ჩვენს ბიბლიას, ჩვენს სამებას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ყველაფერს სახელი დაარქვეს, რომ ისინი გამოვიდოდნენ რუსთაველზე და დაარქვეს ღირსების მარში, ეს იყო ჩვენი სულიერი, მორალური, ადამიანური გამოწვევა. ამ საქციელებით დავრწმუნდი, რომ მათ სურდათ, რომ ჩვენ გვეძალადა მათზე…

მათ შემოუშვეს ჟურნალისტები, ვერავინ იტყვის, რომ მე მოძალადე ვარ, 5-ჯერ მაქვს ვეროპის საზღვარი გადაკვეთილი, საქართველოშიც 29 წლის მაჩვენეთ წვრილმანი ხულიგნობაც თუ ჩამიდენია, მათ სურთ ჩემგან მოძალადე შექმნან, რადგან შეეხნენ ჩვენს ძვირფასს, მე ვზრუნავ ჩემი მომავლისთვის, მე სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი თაობისთვის.

ჟურნალისტებმა დამაბრალეს იმ ადამიანის ხელყოფა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვინც გარდაიცვალა. განცხადება დადეს, რომ ადამიანს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, ტვინის შეშუპება მიღებული, შემდეგ ვნახეთ ვიდეო, ადამიანი შოუში გამოდის და ნახევარი საათი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი არ ჭირს და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, 6 დღის მერე იდება ვიდეოები, რომ ადამიანი აფთიაქში შედის, მერე არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება.

მე მაშინ მივხვდი სწორ გზაზე, რომ ვიდექი, ყველამ შემომიტია, ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა, ხალხს გააცნეს, როგორც მოძალადე,

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს რომ ქართველია.

ჟურნალისტობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, უნდა გააშუქო სიმართლე. გარდაცვლილი ადამიანის კოლეგამ ჩვენზე დაწერა და ის არის, ვინც მე ხელი დამადო. ვაჟკაცის პირველი ღირებულებაა ქალს ხელი არ ახლოს.

მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, გასაქცევი იმ ადამიანს აქვს ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს”, – განაცხადა კუტალაძემ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი