მამუკა წოწერიამ შ. დადიანის სახელობის დრამატულ თეატრს 154 წლის იუბილე მიულოცა.
,შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი დღეს აღნიშნავს 154-ე წლისთავს. მინდა მივულოცო თეატრის დასს, ადმინისტრაციას, ზუგდიდელებს. თეატრი არის უმნიშვნელოვანესი კულტურის კერა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. კარგია, რომ თეატრის სრული ინფრასტრუქტურა განახლდება და თამადად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 155-ე წლისთავს თეატრი უკვე საკუთარ კედლებში აღნიშნავს და ბევრი საინტერესო სპექტაკლით გაახარებს თეატრის მოყვარულებს“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, თავის პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ახალი თეატრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე, სცენის ტექნიკური აღჭურვის, შიდა მოპირკეთების სამუშაოები და შიდა წყალგაყვანილობის სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს.
ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ახალ თეატრს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს, ორი დარბაზი ექნება – დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე გათვლილი, მცირე კი 140-ადგილიანი იქნება.
თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო, გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა.
პროექტს ფონდი ,,ქართუ“ ახორციელებს.