მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და ისევ უკან, „ვივამედში“ დააბრუნეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე არ აკონკრეტებს იყო თუ არა სააკაშვილი სხვა საავადმყოფოში გადაყვანილი.

„რა კვლევებიც ჩვენი ექიმებისა და კონსულტანტების მიერ იყო დაგეგმილი, უკვე ჩატარებული აქვს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ

კომენტარები

დატოვე კომენტარი