მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს – მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს, სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს.

„გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში“,- განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი