“ნაციონალური მოძრაობის” ოფისს ესროლეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მათივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული.

სროლა სავარაუდოდ, თეთრი ფერის „ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომანქანიდან განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი