„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

„რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 49 638 ადამიანი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 41 264 შეადგინა.

ხაბეიშვილის განმარტებით, არჩევნების მეორე ტური არ იქნება.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი