ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მელიას გამოსვლას ტაშით შეხვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

ცნობისთვის, მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა მელოს გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი