ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირადად მე, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი