ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული პირი გაათავისუფლეს

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გრძელდება მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

„საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი