ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
განცხადების თანახმად, რეჟიმის სურვილი, დასაჯოს ყველა, ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი.
„ტვ პირველმა“, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული, რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას, რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.
ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში, გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ პარტიები:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ტრიბუნა“, „სახელმწიფო ხალხისათვის”, „რესპუბლიკური პარტია“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „მოძრაობა დროა“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ლეიბორისტული პარტია“, „ქრისტიან- კონსერვატიული პარტია“, „ემსახურე საქართველოს“ და ირაკლი ღლონტი ავრცელებენ.