პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება მოხდა.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე.

კანონპროექტის განხილვის და საერთოდ სხდომის ჩატარების წინააღმდეგ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. ისმის შეძახილები, “არა რუსულ კანონს”.

პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი