პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ეს ბოროტება, ომი, ტერორი, მკვლელობა ჩვენს მიწაზე მოიტანა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში განხორციელებულ ტერორზე პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოს დაეკისრება.

„პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ეს ბოროტება, ომი, ტერორი, მკვლელობა ჩვენს მიწაზე მოიტანა. რუსეთმა აირჩია მკვლელის, ტერორისტის, ჯალათის, მძარცველის გზა. ეს რუსეთის სახელმწიფოებრივი არჩევანია და განხორციელებულ ტერორზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრება“, – აცხადებს ზელენსკი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი