პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, რომელსაც მსოფლიო პელეს სახელით იცნობს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სან-პაულუს საავადმყოფოში სამშაბათს დააწვინეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზით მკურნალობდა, ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებდა. ამის გამო, ექიმებმა მისი პალიატიურ მკურნალობაზე გადაყვანა გადაწყვიტეს. 

აღსანიშნავია, რომ 1995-1998 წლებში პელე ბრაზილიის სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი