პირობას ვდებ, რომ პარლამენტის მხრიდან სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის მიერ ამნისტია გამორიცხულია.

“ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც პირთა აბსტრაქტულ წრეს უნდა შეეხოს. არ შეიძლება ამნისტია ერთ კონკრეტულ წრეს მოერგოს. ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს და გამორიცხულია, რომ ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს.

ცხრა ათასივე პატიმარი, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შესაძლოა თანაგრძნობას იწვევდეს, ეს ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულებში მხილებულ პატიმარს ეხება. რამდენი ადამიანიც მიხეილ საქკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!“, – განაცხადა კიბახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი