პრეზიდენტი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი