პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა.
შეწყალების აქტი მან დღეს, 27 აპრილს გამოსცა.
“მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!”. – განაცხადა მან.
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების პირობა 19 აპრილს დაასახელა.
გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.