პრემიერმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე რატი ბრეგაძე წარადგინა

იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

ბრეგაძე დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა ლორთქიფანიხე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი