რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ.
აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაწესებულებაზე.
“შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.