8 მარტს, საქართველოში კორონავირუსისგავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.
🔹8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;
🔹საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
🔹არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.
ერთი კვირის შემდეგ, შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება და:
🔹15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები;
🔹სასწავლო პროცესის აუდიტორიებშიაღდგება;
🔹ასევე, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები;
🔹თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.
ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.