რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს, კიდევ 6-თან – გამარტივებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ისაუბრა.

„სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ვმუშაობთ. ახლა დაახლოებით, თერთმეტ ქვეყანასთან უკვე დაგეგმილია უვიზო მიმოსვლისთვის ხელმოწერა, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, ინდოეთის, ინდონეზიით ჩათვლით, – გამარტივებული პირობები, სრულიად მარტივი. არ დაგვავიწყდეს, რომ ვმუშაობთ დიდი რაოდენობით ქვეყნებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, იქ დაახლოებით 70 ქვეყანაა, გარდა არამეგობრულებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი