რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. შესაბამისი განკარულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.

ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა.

აღნიშნულის შესახებ ბრძანება რუსეთის ოფიციალურ საკანონმდებლო ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი