რუხის კლინიკაში კორონავირუსით 62 წლის ქალი გარდაიცვალა

ფოთელი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. 62 წლის პაციენტი მკურნალობას რუხის საავადმყოფოში გადიოდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში ჯამში 195 პაციენტი გადის მკურნალობას. მათ შორის მძიმეა 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 15 პირი.

კოვიდ კლინიკებში პაციენტების რაოდენობის მაჩვენებელი ასეთია:

რუხის კლინიკაში იმყოფება 98 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 5;

ფოთის კლინიკაში 24 კოვიდ პაციენტია;

სენაკის კლინიკა “სენამედში” 12;

აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 20 პაციენტი;

სენაკის “ლაზიკა მედიში” 41 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის არის 40.

კომენტარები

დატოვე კომენტარი