რუხს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე ლარია. 

რუხის საბავშვო ბაღს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ ფართში მიმდინარეობს.  

რუხის გარდა ახალი საბავშვო ბაღები ჭითაწყარში, დარჩელსა და შამგონაში აშენდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი