ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ევროდეპუტატები მოითხოვენ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა გაეწიოს, ამასთან, პატივი სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას.
როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა აჩენს რისკს, დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა.
ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მხრივ ლაკმუსის ტესტია ის თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.
წყარო: ipn