სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა. მან განცხადება დღეს დილით დაწერა.

მალხაზ თორია ამბობს, რომ თანამდებობა პირადი მიზეზების გამო დატოვა.

თორია აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მანამდე იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი