სოფელ ცაიშის მცხოვრებმა, ლაურა დაგარგულიამ წლების განმავლობაში მის მფლობელობაში არსებული 5, 648 კვ.მ ნაკვეთი სასამართლოს გზით დაიბრუნა. როგორც ცნობილი გახდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ეკლესიას უკანონოდ ჰქონდა რეგისტრირებული.
მოქალაქემ კუთვნილი ნაკვეთის რეგისტრაცია „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ დახმარებით შეძლო.
„ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული მიწის ნაკვეთის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.