სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა სახის პაემანი უფასო იქნება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

“იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოამზადა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში მოხდება. ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო. დღეს, მაგალითად, 60 ლარის გადახდა უწევთ სრულწლოვანებს, არასრულწლოვანებს კი 30-ის. შესაბამისად, ეს იქნება საკმაოდ დიდი შეღავათი პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი