საფრანგეთში კბილის ჯაგრისების ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს.
ავტომობილში მათ 65 შეკვრა კბილის ჯაგრისი და შოკოლადები აღმოაჩნდათ. ავტომობილი, რომლითაც 50 წლამდე მამაკაცები გადაადგილდებოდნენ 9 სექტემბერს სუპერმარკეტის ძარცვის საქმეში ფიგურირებდა და პოლიცია ეძებდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცების ამოცნობა მარკეტთან დაყენებული ვიდეო კამერების ჩანაწერებით გახდა შესაძლებელი.