სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმზე, ახალი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმზე, ახალი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს. ძველი ხიდი ამორტიზებული იყო და მოქალაქეების გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. 

პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან  867 540 ლარით   ფინანსდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 4 მილიონ 200 ათასი ლარი გამოუყო, ამ ფონდის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელიც სტიქიის შედეგად იყო დაზიანებული. 

დიდინეძში, ახალი ხიდის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილესთან ბესიკ ჭეჟიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი