სოფელ მუხუჩაში შვილმა დედა მოკლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედა ნაჯახით მოკლა.

მკვლელობა სავარაუდოდ პენსიას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, შვილი დედას თანხას სთხოვდა, უარის გამო კი ის მოკლა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ბრალდებული დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამათლის კოდექსის 109-მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილი 86 წლის ქალია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი