სწავლის დაწყებამ, შესაძლოა, ინფიცირების მაჩვენებელი გაზარდოს – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის თქმით, ინფიცირების გაზრდის საშიშროება არსებობს, თუმცა სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

როგორც ის აღნიშნავს, რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია, თუმცა შესაძლოა, მათმა რაოდენობამ იანვარ-თებერვალში მოიმატოს.

„სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლის რეკომენდაცია გამომდინარეობს ინფიცირებულების რაოდენობიდან, თუ რამდენად ბევრია. ნათელია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწვავე რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია. იმ მონაცემებში, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე გვქონდა პიკური პერიოდი კალენდარულ 46-ე კვირას, ნოემბრის ბოლოდან კი შემცირდა გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელება.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია გრიპისმაგვარმა შემთხვევებმა იანვარ-თებერვალში მოიმატოს. დღევანდელი მონაცემებით, პიკი უკვე გადავლილია, შესაბამისად, სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა საჭირო არ არის, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ვიმედოვნებ, რომ ტრაგიკული არ იქნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინაცია კვლავ ერთ-ერთ რეკომენდაციად რჩება. ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, მათთვის სასურველია აცრა“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი