ტაქსით მძღოლის ჩათვლით 3 პირზე მეტის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა. შესაბამისი შეზღუდვა მთავრობას ჰქონდა დაწესებული.
ცვლილება “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში 23 მარტს შევიდა.
ამჟამად ძალაში რჩება მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, პირბადით იყვნენ აღჭურვილნი.