უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ნატოს დახმარება 100 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. 

“ნატოს მოკავშირეები ერთად უკრაინას 100 მილიარდ ევროზე მეტს აწვდიან. ახლა სწრაფად უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც წვრთნისა და მძიმე იარაღის მიწოდების მხრივ ავიღეთ. საკვანძო შესაძლებლობები უკრაინაში იქამდე უნდა ჩავიდეს, სანამ რუსეთი ინიციატივის ხელში აღებას შეძლებს. ამიტომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება. მივესალმები მნიშვნელოვან დახმარებას, რომელსაც ჩრდილოეთის ქვეყნები უკრაინას აწვდიან. ეს ნამდვილად იძლევა ბრძოლის ველზე ვითარების ყოველდღიურად შეცვლის საშუალებას, ამიტომ მადლობას ვუხდი ჩრდილოეთის ქვეყნებს ასეთი დახმარებისთვის”, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი