ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა.

ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი