ფოთის ზღვაში 23 წლის ბიჭს ეძებენ

ფოთში, 23 წლის ჯანო ჯიქიას ეძებენ. როგორც ცნობილია, ის სახლიდან 24 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბოლოს ახალგაზრდა ფოთის პორტის კამერებმა იმ ტერიტორიის სიახლოვეს დააფიქსირა, სადაც ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ზღვაში მაშველები და მყვინთავები მუშაობენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი