„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ 6 პირი დააკავა

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც „ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთისა და მოძრაობა „საქართველოს” წევრები აქციას მართავენ, პოლიციამ სულ 6 პირი დააკავა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებულები.

ცნობისთვის, აქტივისტები „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გამოძება ამ შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო.

აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, ავტომობილს საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით წინ გადაუდგნენ. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, აქტივისტები ცდილობდნენ გზის სავალ ნაწილზე დამსხდარიყვნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი