“ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდის მერობის კანდიდატად პარტიამ მამუკა წოწერია დაასახელა. გადაწყვეტილება კანდიდატების შესახებ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააცნო საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე.

მამუკა წოწერია 2017 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა. მამუკა წოწერია პროფესიით ეკონომისტია. 2016 წლის ნოემბრიდან იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველი მოადგილე.

ამასთან, მერობის კანდიდატი წალენჯიხაში გოგა გულორდავა, ჩხოროწყუში დათო გოგუა, ხობში დავით ბუკია, სენაკში ვახტანგ გაგელია, მარტვილში თორნიკე ჯანაშია, ფოთში ბექა ვაჭარაძე, აბაშაში გიგა გაბელია, მესტიაში კი კაპტოლ ჟორჟოლიანი იქნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი