შს მინისტრის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოშისამართლებრივი დევნა დაიწყო რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქის მიმართ.
“ომის დაწყებიდან, ანუ 2022 წელი მთლიანად რომ ავიღოთ, დანაშაული არის 0,5%. რიცხობრივად არის რუსეთის – 246 მოქალაქე, რომელზეც დევნა დაიწყო, 314 დანაშაულზე. რაც შეეხება ბელარუსს, ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო დევნა, 18 საქმესთან მიმართებით. მთლიანობაში კი, 0,5% -ია [დანაშაულის რიცხვი] რაც ქვეყანაში მოხდა. ასე რომ, ამ კუთხით, რაიმე საფრთხე, კრიმინალის გაზრდის საფრთხე ქვეყანაში არ გვაქვს“ , – განაცხადა გომელაურმა.