ღარიბაშვილი და კობახიძე ხობში, სენაკსა და ფოთში შეხვედრებს მართავენ

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან ხობში, სენაკსა და ფოთში გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისთვის მხარის დაჭერა, არის ძალიან დიდი სირცხვილი“ – განაცხადა შეხვედრების წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ამომრჩეველს უკვე შეხვდნენ მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი